მამუკა მდინარაძე: „იმედის“ და სხვა ჟურნალისტების ბულინგი, ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა არ დაგმო და ამ დროს გმობდე სხვა რაღაცებს, ეს არის პიარული თაღლითობა. თავხედობაა მათ შორის

მამუკა მდინარაძე: „იმედის“ და სხვა ჟურნალისტების ბულინგი, ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა არ დაგმო და ამ დროს გმობდე სხვა რაღაცებს, ეს არის პიარული თაღლითობა. თავხედობაა მათ შორის

„იმედის“ და სხვა ჟურნალისტების ბულინგი, ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა არ დაგმო და ამ დროს გმობდე სხვა რაღაცებს, ეს არის პიარული თაღლითობა. თავხედობაა მათ შორის, ძალიან დიდი ბოდიშით ამაზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„თუ ვგმობთ ძალადობას, ცალმხრივად კი არ უნდა დავგმოთ, მეც გიერთდებით დაგმობაში. არც მე მომეწონა და იმწამსვე ვთქვი, უკან არ დამიხევია, ჟურნალისტზე ძალადობა. დიახ, მეც დავგმე, დავდექი თქვენს წინაშე ტრიბუნასთან და გავკიცხე ფეხბურთის ილეთის სტილში ადამიანის ცემა ფეხით, წაქცეულის. რაც არ უნდა დაშავებული ჰქონდეს ხუთი წუთით ადრე, ეს არის წარმოუდგენელი და ამორალური.

მაგრამ როგორ შეიძლება ამავდროულად მორალური იყოს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი რომ გამოდის და მშვიდობიანი დემონსტრაცია არისო და რაღაცებს ლაპარაკობს. „იმედის“ და სხვა ჟურნალისტების ბულინგი, ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა არ დაგმო და ამ დროს გმობდე სხვა რაღაცებს, ეს არის პიარული თაღლითობა. თავხედობაა მათ შორის, ძალიან დიდი ბოდიშით ამაზე რომ მიწევს საუბარი. ცალმხრივი დაგმობები და ცალმხრივი შეცოდებები არ არის ობიექტური, თორემ, კი ბატონო. ამ დროს პოლიციელებს რომ აყენებენ შეურაცხყოფას, არაფერი თურმე, ოღონდ ფეხები და ხელები და სახეები ეწვებათ ისე, რომ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი იყოს და შრამები დარჩეთ, ცოცხლები გადარჩნენ მთავარია“, - აღნიშნა მდინარაძემ.