ნინო წილოსანი: რაშიც დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ არის ის, რომ კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო მოწმდება ვიზალიბერალიზაციის ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი

ნინო წილოსანი: რაშიც დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ არის ის, რომ კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო მოწმდება ვიზალიბერალიზაციის ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი

ის კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო მოწმდება ვიზალიბერალიზაციის ჭრილში, არის დამაკმაყოფილებელი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„ასევე, რაც ამოვიკითხეთ ამ შეფასებიდან არის ის, რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს - ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს და ასევე ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. ამიტომ ამ კანონებიდან გამომდინარე, თუ რაიმე რისკის ქვეშ დადგა თუნდაც ვიზალიბერალიზაცია არ მოველით, რა თქმა უნდა, მთლიან ამ პროცესში იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების და იმედი გვაქვს თავად ევროკავშირის იდეის და ევროკავშირის სამართლიანობის“, - განაცხადა წილოსანმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკომისიის ანგარიშს აქვეყნებს.