ევროკომისიის ანგარიში: საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურებაზე განხილვა მიმდინარეობს

ევროკომისიის ანგარიში: საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურებაზე განხილვა მიმდინარეობს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკომისიის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

ასევე წერია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ.