რუსუდან გორგილაძე ზურაბიშვილზე: როდესაც შენ ხარ ქვეყნის მთავარსარდალი და ქვეყნის პრეზიდენტი, როგორ შეიძლება შენს პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს რობოკოპები უწოდო - ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, ქვეყანა დაიქცეოდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირველი ქართული დელეგაციის წევრმა, ფსიქოლოგმა, რუსუდან გორგილაძემ გადაცემაში „იმედი Live“ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე ისაუბრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს რობოკოპები უწოდა.

„როდესაც შენ ხარ ქვეყნის მთავარსარდალი და ქვეყნის პრეზიდენტი, როგორ შეიძლება შენს პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს რობოკოპები უწოდო?! ეს არის დამაკნინებელი, ძალიან უხეში შეფასება ადამიანისა, მით უფრო მისი პირიდან. ეს რომ მომხდარიყო ევროპაში, ალბათ ქვეყანა დაიქცეოდა“, - აღნიშნა რუსუდან გორგილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, „ხომ არ მეტყვით, ვინ გამოიყვანა ეს რობოკოპები და ვინ გააბრაზა ხალხი? რატომ გააბრაზეთ ხალხი?