მე არ მინახავს არც ერთი ახალგაზრდა გამოსულიყო სიტყვით და მას რამე ეთქვა, პირიქით, ყველა დათქმულ დროს იკრიბებოდა და რადიკალების ჯგუფი, რომელიც გადამზადებული იყო უკიდურესი რადიკალიზმისთვის, იწყებდა პირდაპირ ვანდალიზმს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მე მინდა მივმართო იმ გულანთებულ, საოცარ ახალგაზრდებს, რომლებიც იდეის გამო არიან იქ, მათ ნამდვილად ჰგონიათ და ეგონათ იმ მომენტში, რომ საქართველო მოექცა სრულ იზოლაციაში, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია. ამ 7 დღის განმავლობაში არავინ მისცა სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რადგან პირდაპირ იწყებოდა ვანდალიზმი და იყვნენ მზად, რომ გადაებუგათ პარლამენტის შენობა.
ჩვენ ვხედავდით როგორ ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ პარლამენტის შენობას, როგორ ამტვრევდნენ შუშებს და რამდენი ცეცხლი გაჩნდა“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.