ლევან გაჩეჩილაძე: იქ ღირსეული პოლიციელების მშობლებს შეუვარდნენ, არავის აქვს ამის უფლება. ვინც ამ ყველაფერს ითმენს, ყველას მადლობას ვეუბნები

ლევან გაჩეჩილაძე: იქ ღირსეული პოლიციელების მშობლებს შეუვარდნენ, არავის აქვს ამის უფლება. ვინც ამ ყველაფერს ითმენს, ყველას მადლობას ვეუბნები

ჩვენ შევძელით, რომ თავისუფალი გზით, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ის ხელისუფლება დაგვემთავრებინა არჩევნებით. არ შეიძლება, არავის არ აქვს იმის უფლება, რომ საქართველოში, ამ რთულ რეგიონში, როდესაც ყველგან ომია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არსებული სტაბილურობა, - განაცხადა ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ იმისთვის, რომ სტაბილურად ვიცხოვროთ და ეკონომიკური წინსვლა გვქონდეს. ისე ეზიზღებათ ეს ქვეყანა, რომ უხარიათ ლარის კურსის გაქცევა, არ უხარიათ ეკონომიკური წარმატებები, არჩევნები, აღარ უხარიათ ეუთო/ოდირის დასკვნა და ისე ეზიზღებათ ეს ქვეყანა, რომ 55% ამომრჩეველი ეზიზღებათ.

აქვეყნებენ სიებს და წერენ „ისტორია განიხილავს“, „ის დასჯის“, „ეს დასჯის“. ვინ ხართ ამას რომ აკეთებთ? არავის არ აქვს უფლება, რომ ეს გააკეთოს, ისინი სერიოზული დამნაშავეები არიან. ეს არის პირდაპირი გახლეჩა. განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ზემოდან ყურება სხვა ადამიანებზე, ბოლშევიზმის და ფაშიზმის გარდა არაფერი არ არის და ამას კარგი არაფერი არ მოაქვს, მათ შორის არც მათთვის.

ვინც ამ ყველაფერს ითმენს, ყველას მადლობას ვეუბნები. იქ ღირსეული პოლიციელების მშობლებს შეუვარდნენ, არავის აქვს ამის უფლება. ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ უყვართ საკუთარი ქვეყანა ნუ ძაბავენ ამ ურთიერთობას იმიტომ, რომ ყველანაირი ურთიერთობების დაძაბვას მოაქვს სამოქალაქო დაპირისპირება და კარგს ვერაფერს წაიღებენ აქედან, ნანახი გვაქვს ჩვენ ეს და არაფრით არ გავამეორებინებთ ამას“, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.