უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლა ევროპაში უკვე სპორტის სახეობად იქცა.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროპამ უნდა შეცვალოს თავისი სტრატეგია.
„დასავლეთის სტრატეგია ჩაფლავდა. იარაღის მიწოდებამ და სანქციების დაწესებამ არ მოაახლოვა მშვიდობა, სადამსჯელო ზომებმა ძირითადად ზიანი მიაყენა ევროპის ეკონომიკას, უფრო მეტიც, მათი თავიდან აცილება გადაიქცა სპორტის სახეობად“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
ასე რომ, როდესაც რეალობა და შეფასებითი მსჯელობა ასე გამიჯნულია ერთმანეთისგან იდეოლოგიური ზეწოლის გამო, ღირს დაფიქრება, უნდა შეწყდეს თუ არა ასეთი სტრატეგიის განხორციელება“, - დასძინა მან.