არასდროს, საქართველოს ისტორიაში, ასეთი სურვილი და ჟინი ხელისუფლების დამხობის მე არ მინახავს. რამდენი აქციის მომსწრე ვართ, მაგრამ არასდროს ჩვენი აქციები არ ყოფილა მიმართული პოლიციის, სპეცრაზმის წინააღმდეგ, მით უმეტეს მათ დასაწვავად, - განაცხადა ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული აქცია და ემსახურება ქაოსსა და დესტაბილიზაციას იმისთვის, რომ ვიღაცები ხელისუფლებაში მოვიდნენ სხვა ხელისუფლების დამხობის ფასად. თან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ერთი თვის წინ არჩევნები გაქვს წაგებული, არანაირი მტკიცებულება დადებული არ გაქვს.
110 დღე ვიდექით ქუჩაში, მაგრამ არასდროს პოლიციელისკენ არ გავწეულვართ. ძალიან მძიმედ წავაგეთ არჩევნები, დიდი გაყალბებებით, მაგრამ ამას შევეგუეთ, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევაზე ვერ წავედით. 35 წელია ამ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვაშენებთ და როგორ შეიძლება ის ორ დღეში ან ერთ კვირაში ვიღაცას დავანგრევინოთ! “, - აღნიშნა ოპოზიციაზე საუბრისას ლევან გაჩეჩილაძემ.