„ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა შექმნა ფსევდო ლიბერალური ელიტა, რომლის ნათქვამი, გარკვეულ წრეებში, ჭეშმარიტებად მიიჩნევა და ვიღაცისთვის სამაგალითოა. სწორედ ამიტომ აქტიურობს ამ სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი გაფიცვების მხრივ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გაფიცვები ერთ-ერთი კომპონენტია შარპის თეორიიდან, რითაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე დარტყმის მიყენება სურთ - ამით რადიკალები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ის რევოლუციონერებს გადაეცემათ.
„გაფიცვების საკითხიც ერთ-ერთი კომპონენტია შარპის თეორიიდან. ამით სახელმწიფო ინსტიტუტებზე დარტყმის მიყენება სურთ, რომელთაც ხელისუფლება ემყარება. ესენია: ეკლესია, ჯარი, ბიუროკრატია, არასამთავრობო სექტორი, სტუდენტობა, ბანკები, ფინანსები და ა.შ. ამის მიხედვით აწყობილია თეორია, თუ როგორ უნდა მოხდეს არაძალადობრივი გზით რევოლუცია. ამ ქმედებებით იმედს იტოვებენ, რომ ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ის რევოლუციონერებს გადაეცემათ.
აღსანიშნავია ისიც, თუ რატომ აქტიურობს ამ მხრივ ხელოვანთა სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი. „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა შექმნა ფსევდო ლიბერალური ელიტა, რომლის ნათქვამი, გარკვეულ წრეებში, ჭეშმარიტებად მიიჩნევა და ვიღაცისთვის სამაგალითოა. სწორედ ამიტომ აქტიურობს ამ სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი გაფიცვების მხრივ. ესეც გეგმის და შარპის ტექნოლოგიის ნაწილია, სადაც ზუსტად არის გაწერილი, როგორ უნდა ესაუბრო პოლიციელს, როგორ უნდა დაუფინო დროშა, მიუტანო ყვავილი და ა.შ. მათ შორის, ამ გეგმის ფარგლებში მიუვარდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც სურათი დადგეს“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.