თამთა მეგრელიშვილი: ვერც ახლა ხედავთ ვინ დგას დესტრუქციისა და ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაციის უკან?

თამთა მეგრელიშვილი: ვერც ახლა ხედავთ ვინ დგას დესტრუქციისა და ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაციის უკან? "ნაციონალური მოძრაობა" არის სისხლზე დაგეშილი ძალა რომელსაც საკუთარი ნებით მიჰყვება პოლიტიკურ სამარეში მთელი ოპოზიცია!

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი ამოღებულია როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის სისხლზე დაგეშილი ძალა, რომელსაც საკუთარი ნებით მიჰყვება პოლიტიკურ სამარეში მთელი ოპოზიცია. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოპოზიცია არის უკანონო ძალა, რომლის მიზანია სისხლისღვრა და ქალაქ თბილისის "ნაომარი" ქუჩებია მისი პოლიტიკის ინსპირაცია.

„თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი ამოღებულია როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.
ახლა ამის ფონზეც გაქვთ კითხვები ვის სურს სისხლი და მსხვერპლი?
ვერც ახლა ხედავთ ვინ დგას დესტრუქციისა და ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაციის უკან?
"ნაციონალური მოძრაობა" არის სისხლზე დაგეშილი ძალა რომელსაც საკუთარი ნებით მიჰყვება პოლიტიკურ სამარეში მთელი ოპოზიცია!
ქართული ოპოზიცია არის უკანონო ძალა. ძალა, რომლის მიზანია სისხლისღვრა და ქალაქ თბილისის "ნაომარი" ქუჩებია მისი პოლიტიკის ინსპირაცია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.