დავით ქართველიშვილი:

დავით ქართველიშვილი: "გულანთებული" ეკონომისტების ჯერიც დადგა, 49 ცალმა "გავიფიცეთო" თუ რაღაც ამდაგვარი, დავიწყოთ საკმაოდ სამარცხვინო პერსონაჟით - სოსო ბერიკაშვილით

დღეს "გულანთებული" ეკონომისტების ჯერიც დადგა - 49 ცალმა "გავიფიცეთო", "შემოგვეფიცაო" თუ რაღაც ამდაგვარი. გუშინ ცხოვრებაში პირველად რამდენიმე "მსახიობის" შესახებ შევიტყვე, რომ არ "გაფიცულიყვნენ" ვერც ვერასდროს გავიგებდი მათ შესახებ. მოკლედ, დღეს "ეკონომისტებიც" გავიცნოთ,  -  ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, გაფიცული ეკონომისტებიდან ერთ-ერთია სოსო ბერიკაშვილი, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და უკრაინაში სამხედროების გაგზავნას ითხოვდა, ასევე, მონაწილეობდა "ფრანკლინის კლუბის" ტრენინგებში, რომლის მიზანი მაიდანის სცენარის საქართველოში გამეორება იყო. ქართველიშვილის თქმით, ბერიკაშვილს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრადაც შეატანინა სალომე ზურაბიშვილმა საბუთები, რაც "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება იყო. 

"დღეს "გულანთებული" ეკონომისტების ჯერიც დადგა - 49 ცალმა "გავიფიცეთო", "შემოგვეფიცაო" თუ რაღაც ამდაგვარი. გუშინ ცხოვრებაში პირველად რამდენიმე "მსახიობის" შესახებ შევიტყვე, რომ არ "გაფიცულიყვნენ" ვერც ვერასდროს გავიგებდი მათ შესახებ. მოკლედ, დღეს "ეკონომისტებიც" გავიცნოთ.

დავიწყოთ საკმაოდ სამარცხვინო პერსონაჟით - სოსო ბერიკაშვილით, დღეს თავის 48 მისნაირ კოლეგა-ეკონომისტთან ერთად მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება რომ გაავრცელა. ეს არის ადამიანი, რომელიც:

კახა შენგელიამ "კავკასიის უნივერსიტეტიდან" თავის დროზე მოისროლა ,,ყველაზე ზარმაცი" და "მოღალატე” თანამშრომლის სტატუსით;

კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებით, სალომე ზურაბიშვილმა მას საბუთები სებ-ის საბჭოს წევრის კანდიდატად შეატანინა;

მისი მეუღლე მარიამ მაღულარია - ISFED-ის პიარ-მენეჯერია. ის ნინო დოლიძის ორგანიზაციაში კომუნიკაციების სამსახურს ხელმძღვანელობს;

სოსო ბერიკაშვილის მეჯვარე გიორგი ბაქრაძეა, რომელმაც სებ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია ეროვნული ბანკის ინსტიტუტის ჩამოშლისა და საბანკო სექტორის დაზიანების მიზნით  საბჭოს წევრებთან ერთად დატოვა; 

სოსო ბერიკაშვილი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და სამხედროების გაგზავნას ითხოვდა უკრაინაში; 

სოსო ბერიკაშვილი მონაწილეობდა "ფრანკლინის კლუბის" ტრენინგებში, რომლის მიზანიც საყოველთაოდ ცნობილია - "ნაცმაიდანის" მოწყობა თბილისის ცენტრში;

ასე რომ ყველაფერი მარტივია, თუ  რას ემსახურება მისი დღევანდელი განცხადება ეკონომიკის შემდგომ ჩამოშლასთან დაკავშირებით. მსგავსი დოსიე ყველაზე შეიძლება მოიძებნოს - ეს უბრალოდ საზოგადოდ გამოდგება, იმდენად თვალსაჩინოა.                

P.S. ისე 49 რაღა იყო, "ნაცრისფრის 50 აჩრდილს" ერთის დამატებაც დახატავდა..." -  წერს დავით ქართველიშვილი.