პრემიერი: ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას, ეკონომიკა მუშაობს, გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი, საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი

პრემიერი: ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას, ეკონომიკა მუშაობს, გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი, საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი

ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას, ხედავთ, რომ ლარის კურსი უკვე ჩამოვიდა ქვევით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოკლევადიანი რყევები  „მაიდნის" მოწყობის წინა სამი მცდელობის პირობებშიც სახეზე იყო, თუმცა მაშინაც ძალიან მალე დასტაბილურდა ლარი.

„ახლაც გრძელდება ლარის დასტაბილურება, ყოველდღიურად დადებითი დინამიკა არის სახეზე. მადლობა ეროვნულ ბანკს სწორი რეაგირებისათვის, რა თქმა უნდა, ვითარების დამშვიდება დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ კურსი დასტაბილურდეს და საბოლოო ჯამში, 2-3 დღეში დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რა ნიშნულიდანაც დაიწყო კურსის გაუფასურება რამდენიმე დღის განმავლობაში.

ეკონომიკა მუშაობს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესიც, საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. სამართლიანობა არის მთავარი, იმისათვის, რომ სწორად გაგრძელდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა მარტივი რამ - გახსნან მოლაპარაკებები, დღესვე ვაწერ ხელს. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენი მხრიდან. ასევე, ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 4 წლის თავზე ჩვენი ვალდებულებების 90 %-ზე მეტი გვექნება შესრულებული, საუბარია ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გაკეთდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად,"- განაცხადა პრემიერმა.