ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება, მათ აღიზიანებთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი, მაგრამ იმედი უნდა გავუცრუო

ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება, მათ აღიზიანებთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი, მაგრამ იმედი უნდა გავუცრუო

რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების ერთ-ერთი მიზანი იყო ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება. მათ ძალიან აღიზიანებთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი, მაგრამ აქაც მინდა, მათ იმედი უნდა გავუცრუო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლების გეგმაა, რომ  9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოიზიდოს ჩვენს ქვეყანაში.

„რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების ერთ-ერთი მიზანი იყო ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება. მათ ძალიან აღიზიანებთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი, მაგრამ აქაც მინდა, მათ იმედი უნდა გავუცრუო - გაგრძელდება ყველა ეკონომიკური პროექტის განხორციელება, შემოვა ინვესტიციები. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გვინდა, რომ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოვიზიდოთ მინიმუმ ჩვენს ქვეყანაში. ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები პოტენციურ ინვესტორებთან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი ეკონომიკის სამინისტროში. გვყავს ძალიან ეფექტური მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტრო და მთლიანად მთავრობა აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება რყევებს, ეს იყო აბსოლუტურად მოკლევადიანი, ისევე, როგორც წინა შემთხვევებში. რამდენიმე დღიანი რყევა იყო, რა თქმა უნდა, ეს აისახა ლარის კურსზეც, თუმცა  ლარის კურსიც რამდენიმე დღეში, ძალიან სწრაფად დასტაბილურდა და დარჩება სტაბილური. ეს იყო ხუთ დღიანი ტურბულენტობა, რაც ბუნებრივია, ეკონომიკურ პროცესებზე და ლარის კურსზე აისახა, მაგრამ ძალიან მალე დაუბრუნდა ყველაფერი პირვანდელ ნიშნულს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც იმისათვის, რომ გაგრძელდეს სტაბილურად ეკონომიკური განვითარების პროცესები, მათ შორის, შეუფერხებლად გაგრძელდეს მასშტაბური პროექტების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის პროექტი, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი. ჩვენი პროგრამა სრულად იქნება აღსრულებული ", - განაცხადა პრემიერმა.