ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, არ ისარგებლონ მანდატებით

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, არ ისარგებლონ მანდატებით

სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, რომ არ ისარგებლონ მანდატებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იმის მანიშნებელია, როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები.

„მას აიძულებენ, ილაპარაკონ ისეთი რამ, რისი სრულიად საპირისპიროც აქვს ნათქვამი ოთხი წლით ადრე. ის არის ჩვეულებრივად უცხოური აგენტი, რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს. რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთოს. პირდაპირ ხელყოფენ მის ღირსებას. როცა უწევს საკუთარი პოზიციის კარდინალურად შეცვლა, ეს არის მისი ღირსებისთვის დამამცირებელი, თუმცა მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, გახდა უცხოური აგენტი, რასაც ავალებენ, იმას აკეთებს", - განაცხადა პრემიერმა.