ირაკლი კობახიძე: ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარია, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული სისტემა,  დემოკრატიული არჩევნები

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარია, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული სისტემა,  დემოკრატიული არჩევნები

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა, ჩვენი დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, როგორი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იზრუნებს ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე.

„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გრძელდება, ყველაფერი დასტაბილურდა უკვე არსებითად. მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა, ჩვენი დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას. როგორი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე. 4 წლის განმავლობაში იყო სერიოზული ზეწოლა, უსამართლობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, უსამართლობა, ჩვენ წარმატებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის დაცვასა და რეალიზებაზე", - განაცხადა პრემიერმა.