შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: როგორც კი პიროტექნიკა დადუმდა, იმ წამსვე დაუბრუნდნენ არჩევნების საკითხს. ამიტომ არ ჰქონდათ მიკროფონი, სცენა, მიმართვები, რადგან სინამდვილეში ევროპასთან ინტეგრაციის თემაზე სასაუბრო არაფერი აქვთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: როგორც კი პიროტექნიკა დადუმდა, იმ წამსვე დაუბრუნდნენ არჩევნების საკითხს. ამიტომ არ ჰქონდათ მიკროფონი, სცენა, მიმართვები, რადგან სინამდვილეში ევროპასთან ინტეგრაციის თემაზე სასაუბრო არაფერი აქვთ

ოპოზიცია საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე. ბოლო დღეების პროტესტის თემა იყო საბაბი და არანაირი შინაარსი არ აქვს. ამიტომ გაექცნენ დებატებს. სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვთ, ერთადერთი რაც მათ აწუხებთ, არის არჩევნები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის საკითხს იყენებს

„როგორც კი პიროტექნიკა დადუმდა, იმ წამსვე დაუბრუნდნენ არჩევნების საკითხს. ამიტომ არ ჰქონდათ მიკროფონი, სცენა, მიმართვები, რადგან სინამდვილეში ევროპასთან ინტეგრაციის თემაზე სასაუბრო არაფერი აქვთ. ეს არის უბრალოდ საბაბი იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი რაღაც ემოციებზე წამოაგონ. შემდეგ ეს ემოციები რომ ცხრება, ყველა აცნობიერებს, რომ სინამდვილეში პროტესტის საფუძველი არ არსებობს, სინამდვილეში საქართველო უფრო წინა რის ბევრ კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით ევროინტეგრაციის მიმართულებით. 2014 წლის შემდეგ ისე რომ არანაირი პერსპექტივა ევროკავშირში წევრობისა არ ყოფილა, 8 წელი ქართული ოცნების ხელისუფლება ისე მიდიოდა ევროპისკენ, ისე ახორციელებდა ევროინტეგრაციის გზას, რომ არანაირი შანსი ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა. 8 წელი, ისე რომ არავინ დაგვპირებია რომ ევროკავშირის წევრი გავხდებით, ისეთი ტემპით ახორციელებდა ევროპულ ინტეგრაციას, რომ 2022 წელს, როდესაც ყველა ქვეყანა შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ მოლდოვაზე, უკრაინაზეც და სხვა კანდიდატ ქვეყნებზეც წინ ვართ ამ პარამეტრებით და ბევრი სხვა პარამეტრითაც. რა თქმა უნდა ოპოზიცია შეეცდება, რომ ხალხის აღშფოთებისთვის სხვადასხვა თემა გამოიყენოს. ოპოზიციისთვის ევროპა მხოლოდ ტერმინია, მათში არაფერი ევროპული არ არის და დავინახეთ ეს ამ დღეებში. ისინი ევროპას ეძახიან ქვის სროლას, მაშხალების დამიზნებით სროლას, მოლოტოვის კოქტეილებს, დემოკრატიის უარყოფას. 200-ზე მეტი კანონი მივიღეთ, რომელიც ევროინტეგრაციას ემსახურებოდა, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ სესიების ნახევარი გააცდინა, ცალკე რას აკეთებდნენ და როგორ უთხრიდნენ ახელმწიფოს ძირს, ეს ცალკე საკითხია. ევროკომისიის ბოლო ანგარიშით 35 მიმართულებიდან 20-ში გვაქვს პროგრესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.