ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი, ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი, ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი. ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ისნი ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე, ვხედავდით ზეწოლას ბიზნესზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ისინი შეიჭრნენ ტელევიზიაში და მათ ჰქონდათ ომის იმიტაცია.

„ამ ყველაფრის მთავარი გამოხატულება არის ლიბერალური ფაშიზმი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი არის საბოლოოდ დასამარცხებელი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. თქვენ ხედავდით, რომ ამ დღეებშიც ამ იდეოლოგიის მიმდევრებმა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი. ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ისნი ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე, ვხედავდით ზეწოლას ბიზნესზე, ისინი შეიჭრნენ ტელევიზიაში, მათ ჰქონდათ ომის იმიტაცია. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, თუმცა ამას აკეთებდნენ უკვე სხვა, უფრო სუსტი ფორმით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ დღეს არ აქვთ იგივე ძალაუფლება, რაც ჰქონდათ 2012 წლამდე.

ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს შეღწევას ყველგან, პოლიტიკაში, მედიაში, კულტურის სფეროში, განათლების სისტემაში. თავიდან დაიწყეს უნივერსიტეტებში და ახლა სკოლებშიც კი სცადეს შეღწევა. ლიბერალური ფაშიზმი ზუსტად ისევე ანგრევს ადამიანების ფსიქიკას, როგორც ამას ახდენდა ბოლშევიზმი ზუსტად ერთი საუკუნის წინ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპული ლიბერალურ ფაშიზმთან", - განაცხადა პრემიერმა.