რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ომის დასრულების პირობას უკრაინის ნატოში არ გაწევრიანება, უცხოური სამხედრო ბაზების არ შექმნა და სამხედრო წვრთნების ჩატარება უცხოური ჯარების გარეშე წარმოადგენს.
„არანაირი ნატო, სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნა უკრაინის მიწაზე უცხოური ძალების მონაწილეობით. საჭიროა რეალობის გათვალისწინება ადგილზე. და ეს არა მხოლოდ ფრონტის ხაზია, არამედ ცვლილებები რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში რეფერენდუმის შედეგ. ახლა ისინი ჩვენი კონსტიტუციით უკვე რუსეთის შემადგენლობაშია. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ლავროვმა.