ლავროვის განცხადებით, რუსეთს აშშ-თან ბირთვული ომის წარმოება არ სურს

ლავროვის განცხადებით, რუსეთს აშშ-თან ბირთვული ომის წარმოება არ სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-თან ბირთვული ომი არ სურს.

„ჩვენ არ ვფიქრობთ ომზე შეერთებულ შტატებთან, რომელიც შეიძლება ბირთვული ხასიათის იყოს. ჩვენი სამხედრო დოქტრინა ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ბირთვული ომის თავიდან აცილება“, - თქვა ლავროვმა.