ლელა ალიბეგაშვილი: როდესაც ქუჩაში ასეთი დაძაბული მდგომარეობაა და შენ ამბობ, რომ რუსთაველის თეატრიდან ხალხს ესვრიან, შენ უნდა იყო ამ თეატრის მაგარი მტერი

ლელა ალიბეგაშვილი: როდესაც ქუჩაში ასეთი დაძაბული მდგომარეობაა და შენ ამბობ, რომ რუსთაველის თეატრიდან ხალხს ესვრიან, შენ უნდა იყო ამ თეატრის მაგარი მტერი

მსახიობმა, ლელა ალიბეგაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაფასა. მსახიობმა აღნიშნა, რომ რუსთაველის თეატრი ცილისწამების ქარცეცხლში მოექცა.

„როდესაც ასეთი დაძაბულია ქუჩაში მდგომარეობა და შენ ამბობ, რომ რუსთაველის თეატრიდან ხალხს ესვრიან, შენ უნდა იყო ამ თეატრის მაგარი მტერი. რაც მთავარია, გადაუმოწმებლად გაავრცელეს ეს ინფორმაცია და ამას ავრცელებდა ერთი ხანდაზმული მხატვარი, რომ თითქოს სტურუამ თეატრში სნაიპერები შეუშვა და იქედან ხალხს ესროდნენ. ეს არის ცილისწამება და ტყუილი და უნდა რცხვენოდეს ჩვენი თეატრის მსახიობს, რომელმაც ამაში მონაწილეობა მიიღო“, - აღნიშნა მსახიობმა.