ქვეყნის პრეზიდენტი გაუგონარ რაღაცებს აკეთებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ქვეყნის პრეზიდენტი, ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, კონსტიტუციის დაცვისაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან მიახლოებაც კი აკრძალულია კანონით და წარმოიდგინეთ, პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი უხმობს ადამიანებს, რომ ჩავიდნენ ბათუმში, მიუცვივდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ზეწოლა მოახდინონ.
ყველაზე ამაზრზენი კი, სასკოლო პროცესის ჩაშლის მოწოდება და მოსწავლეების კლასებიდან გამოყვანა იყო. სასკოლო პროცესის ჩაშლაზე რომ იქნება ორიენტირებული პრეზიდენტად წოდებული. წარმოგიდგენიათ, როგორ არიან გაკოტრებულები, რომ ბავშვებს მოუწოდა გარეთ გამოდითო. არ გამიკვირდება, რომ საბავშვო ბაღებსა და სამშობიარო სახლებსაც მიაკითხონ და ჩვილი ბავშვების ტირილი შეაფასონ როგორც პროტესტი, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.