ნებისმიერ კონფლიქტში არასრულწლოვანის ჩართულობა არის დიდი სირთულე. გარკვეულწილად შეიძლება პროვოცირებდეს სერიოზულ პრობლემებს, - აცხადებს „ქრონიკასთან“ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.
„ასეთი ჩართულობა რას იწვევს, ამაზე არსებობს უამრავი ექსპერიმენტები ფსიქოლოგიაში. ეს არის ცნობილი „მილგრემის ექსპერიმენტი“, როდესაც მე ვარ მხოლოდ შემსრულებელი და მე არ ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც მე ვაკეთებ და ამას მავალებს ჩემთვის ავტორიტეტული პიროვნება, მე მას უყოყმანოდ ვასრულებ. ამ შემთხვევაში, ხომ არის არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. ყოველ წამში, ყოველ წუთში ხომ საფრთხეა მოსალოდნელი. ვნახე კადრი, სკოლაში როგორ შედის პიროვნება და ხმის გამაძლიერებლებით ბავშვებს ეძახის, გამოდით. ჩემთვის, არა მხოლოდ ფსიქოლოგისთვის, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქისთვის, რომელსაც შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავს, ეს გამაოგნებელია“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა.
აქციების პარალელურად სკოლის მოსწავლეების მისამართით მოწოდებები 4 დღის წინ დაიწყო.