პია კაუმა: როგორც არჩევნების დამკვირვებლები, მოწოდებულები ვართ უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ნებამ განსაზღვროს არჩევნების შედეგები და არა გარე გავლენამ

პია კაუმა: როგორც არჩევნების დამკვირვებლები, მოწოდებულები ვართ უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ნებამ განსაზღვროს არჩევნების შედეგები და არა გარე გავლენამ

მზარდი პოლარიზაციის ეპოქაში, როცა პოლიტიკური აქტორები შესაძლოა პრევენციულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ არჩევნების შედეგებს, როგორც უსამართლოს, როცა გამარჯვება ხელიდან ეცლებათ არჩევნების დაკვირვების მნიშვნელობა არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი, - განაცხადა ეუთო - ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ.

„როგორც არჩევნების დამკვირვებლები, მოწოდებულები ვართ უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ნებამ განსაზღვროს არჩევნების შედეგები და არა გარე გავლენამ. იქნება ეს აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან“, - აღნიშნა პაია კაუმამ სიტყვის გამოსვლისას.