ნინო ნადირაძე ალეკო ელისაშვილზე: გაეწერა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მწვავე ტრავმული დაზიანება არ არის ნანახი

ნინო ნადირაძე ალეკო ელისაშვილზე: გაეწერა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მწვავე ტრავმული დაზიანება არ არის ნანახი

„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო შემოწმება და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„გაეწერა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მწვავე ტრავმული დაზიანება არ არის ნანახი. ​თავის არეში ტრავმა გონების კარგვის ეპიზოდს არ აღნიშნავდა“, - აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნეკნების მოტეხილობა თუ აღენიშნებოდა, ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ალეკო ელისაშვილი დაკავებისას იყო სასტიკად ნაცემი.

ალექსანდრე ელისაშვილს ალი ბაბაევზე თავდასხმის გამო 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.