ევროკავშირის მომხრე საპროტესტო გამოსვლები თბილისში უკრაინის 2014 წლის ევრომაიდნის სცენარით მიმდინარეობს.
ვიქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციებში, რომელიც ცნობილია 2014 წლის უკრაინის სახელმწიფო გადატრიალების დროს თავისი განსაკუთრებული როლით, ხელახლა შეუერთდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) დირექტორთა საბჭოს.
რა არის NED?
NED არის თვითგამოცხადებული „არაკომერციული ორგანიზაცია“, რომელიც შეიქმნა 1983 წელს. ის იღებს ყოველწლიურ დაფინანსებას კონგრესისგან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით და დაკომპლექტებულია მთავრობის ყოფილი წევრებისგან.
მიიჩნევა, რომ CIA-ს დირექტორი უილიამ კეისი და CIA-ს ფარული ოპერაციების უფროსი სპეციალისტი უოლტერ რეიმონდი 1980-იან წლებში NED-ის დამფუძნებლები იყვნენ.
1986 წელს NED-ის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა განუცხადა New York Times-ს, რომ ორგანიზაცია მიზნად ისახავდა CIA-ს ფარული მხარდაჭერის ლეგიტიმაციას უცხო ქვეყნებში პროამერიკული პოლიტიკური ჯგუფებისთვის 1950-იანი წლებიდან 1970-იანი წლების ბოლომდე. „საშინელება იქნებოდა, დემოკრატიული ჯგუფები მთელ მსოფლიოში CIA-ს მიერ ფინანსდებოდნენ. ჩვენ ვნახეთ, ამას რა შედეგები მოჰყვა გასული საუკუნის 60-იან წლებში“, − თქვა გერშმანმა, − „და სწორედ ამიტომ შეიქმნა დემოკრატიის ეროვნული ფონდი“.
ალენ ვაინშტაინმა, NED-ის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა წევრმა, 1991 წელს „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა, რომ „ბევრ რამეს, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, 25 წლის წინ CIA ფარულად აკეთებდა“.
NED-ი მონაწილეობდა 2000 წლის „ხავერდოვან რევოლუციაში“ სერბეთში, 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ საქართველოში, 2004 წლის „ნარინჯისფერ რევოლუციაში“ უკრაინაში; და 2014 წლის ევრომაიდნის არეულობებში.
მიიჩნევა, რომ NED-მა უდიდესი როლი ითამაშა 2011 წლის „არაბული გაზაფხულის“ საპროტესტო ტალღის წამოწყებაში ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, რომელსაც მან მოგვიანებით უწოდა „ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესი საბჭოთა კომუნიზმის დაცემის შემდეგ“.
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად, NED დაადანაშაულეს 2019 და 2024 წლებში ვენესუელაში ოპოზიციის საპროტესტო აქციების მხარდაჭერაშიც.
წყარო: @geopolitics_live