“ფსევდოელიტის ხანა დასრულდა დასავლეთში და სრულდება საქართველოშიც ”- წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით ეხმიანება საზოგადოების მცირე ნაწილის მოწოდებას გაფიცვისკენ. მისი შეფასებით, როგორც ამერიკაში ვერ გადაარჩინეს დემოკრატები ჰოლივუდის “სელებრითებმა”, ისე ვერ გადაარჩენს ეს “ელიტაც” ოპოზიციას:
-“თითქმის ერთი საუკუნეა დასავლეთში ლიბერალიზმის ბატონობამ საკუთარი ელიტა შექმნა. სწორედ ამ ელიტით ინარჩუნებდნენ ისინი პოლიტიკას. მაგრამ, ისტორიას აქვს ერთი უტყუარი წესი - როდესაც ნებისმიერი საწყისი არ ეფუძნება ჭეშმარიტ ღირებულებებს, ის კვდება. ლიბერალიზმი გარკვეულწილად ნამდვილად ეფუძნებოდა კაცობრიობისთვის მისაღებ უფლებრივ ღირებულებებს და სწორედ ამიტომ გაძლო აქამდე, მაგრამ, როგორც უღმერთო ბოლშევიზმი, ასევე უღმერთო ლიბერალიზმიც წარსულს ბარდება. ასევე, წარსულს ბარდება მათივე ფსევდოელიტაც.
ფსევდოელიტის ხანა დასრულდა დასავლეთში და სრულდება საქართველოშიც. ჭეშმარიტი ღირებულებები ყოველთვის ნამდვილ ელიტას ქმნის და ეს პროცესი უკვე დაიწყო. ყველამ ვნახეთ, თუ როგორ ვერ გადაარჩინა ამერიკაში ჰოლივუდის მთელმა “სელებრითებმა” დემოკრატები. იგივე ხდება საქართველოშიც. ოპოზიცია თავისი “ელიტით” საზოგადოებაში განწყობებს ვეღარ ქმნის.
გზა ეხსნება უბრალოებას, ქვეყნის სარგებელზე გათვლილ განათლებას და ჭეშმარიტ ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც ისედაც არსებობდა ჩვენში, თუმცა, ფსევდოელიტა შთანთქავდა მას”.