მამუკა მდინარაძე: კოჰაბიტაცია საბოლოოდ უნდა დასრულდეს. კოჰაბიტაცია იყო იძულებითი სვლა წლების განმავლობაში

მამუკა მდინარაძე: კოჰაბიტაცია საბოლოოდ უნდა დასრულდეს. კოჰაბიტაცია იყო იძულებითი სვლა წლების განმავლობაში

კოჰაბიტაცია საბოლოოდ უნდა დასრულდეს. კოჰაბიტაცია იყო იძულებითი სვლა წლების განმავლობაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მათ სიმყარეს ჩვენთან ურთიერთობაში უზრუნველყოფდა ყოველთვის გარე პატრონების დიდი მასა და გლობალური გარკვეული ძალები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ თავიანთი აგენტურა ჰყავდეთ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებაში, ვიდრე თავისი მეგობრები. რაც არ უნდა დაუდასტურო ვიღაცას მეგობრობა, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ ურჩევნიათ თავისი აგენტი, რომელსაც თითს დაუწკაპუნებენ და ასე მიაღწევენ თავისი სასურველი შედეგის დადგომას, ვიდრე ეროვნული ინტერესების მატარებელი რომელიმე ხელისუფლება, რაც არ უნდა შენკენ იყოს ის მსოფლმხედველობით თუ პოლიტიკური კურსით.

არასერიოზულია იმის ლაპარაკი, რომ „ქართული ოცნება“, რომელმაც ყველა ეტაპზე ევროპული წარმატება მიიღო, შეიძლება სხვაგან იხედებოდეს და ადამიანები, რომლებსაც დემოკრატიულობის არაფერი სცხიათ არცერთ დროში და ფაშიზმის მთავარი დისტრიბუტორები არიან ამ ქვეყანაში, ეს ხალხი ყოფილა თურმე პროევროპული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.