ბულინგს თავი დაანებონ, ვის ეშინია მათი ბულინგის?! სპეცრაზმელს, რომელიმეს რამე უგავს, რომ მათი ( აქციის მონაწილეები და ოპოზიცია) ბულინგის ეშინიათ? მათ არ უნდათ საჯაროდ რამის კომენტირება, ბულინგის არავის ეშინია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„ყველა პოლიციელს, თავისი ჭკუით, მორალური ტერორის ქვეშ რომ ამყოფებენ, დაიცავს სახელმწიფო, ისევე როგორც თავის სამშობლოს გმირულად იცავს თითოეული პოლიციელი. გამოვა ვიღაც გახარიას დანიშნული და იტყვის, ვიღაცამ დატოვა და ჩამოიშალა შსს. ცოტა ფრთხილად იყვნენ ამ საკითხებთან, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
მე რომ ვთქვა, რომ ევროპის ქვეყნებსაც კი შეშურდებოდა ჰუმანიზმის ის დონე, რაც დაშლის დროს არის, შეიძლება სასაცილოდ არ ეყოთ. მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამისახელონ ევროპული ქვეყანა სადაც უფრო რბილი ან ჰუმანური მეთოდებით ხდება ძალადობრივი აქციების დაშლა.
კიდევ ვიმეორებ, რომ წაქცეულ ადამიანზე წიხლის, ხელის ან რაიმეს დარტყმას არაფერი ამართლებს და ეს სხვა პოლიციელების და მთლიანად სახელმწიფოს იმიჯსაც არყევს. ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჟურნალისტი იქნება თუ სხვა, როცა ლაპარაკობენ, რომ ეს არ მოსწონთ, ისიც თქვან, რომ პოლიციელებს ცეცხლს, ქვებსა და პიროტექნიკას რომ ესვრიან, ეს არაფერია?!“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.