სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, 5 მილიონ 60 ათასი ევრო, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომა ასევე დაადგინა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მცირე ხნით ადრე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული არისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, 5 მილიონ 60 ათასი ევრო, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს დაახლოებით 15 მილიონ ლარს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ იყო დასაბუთებული და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მან ასევე ისაუბრა დავით კეზერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
„1. კეზერაშვილმა, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, კანონმდებლობის დარღვევით, 1 დღეში გააფორმა ფიქციური ხელშეკრულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიასთან ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე!
2. მეტიც, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის გვერდის ავლით!
3. სინამდვილეში ქართული ჯარის არავითარი წვრთნა
არ ჩატარებულა და შედეგად, მიზანმიმართულად გაიფლანგა ქართული ჯარისთვის კუთვნილი თანხა 5 მილიონ სამოცი ათასი ევროს ოდენობით!
4. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულის ჯარის გაძარცვით გამდიდრებული კეზერაშვილი სტრასბურგში დამატებით ითხოვდა სახელმწიფოსგან 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა!
მადლობა იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს იცავდნენ ევროპულ სასამართლოში.
ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს ამ საქმეზე მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ იმსჯელა უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზზეც, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ამით აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება!
ვულოცავ ჩვენ სახელმწიფოს, ქართულ ჯარსა და ჩვენ საზოგადოებას ევროპულ სასამართლოში ამ ღირსეულ გამარჯვებას!", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.