ლევან მაჭავარიანი: გუშინ ჩვენ ვიხილეთ, ფაქტობრივად, უკვე მშვიდობიანი აქცია, როდესაც ხელიდან ეს ყველაფერი გამოეცალათ

ლევან მაჭავარიანი: გუშინ ჩვენ ვიხილეთ, ფაქტობრივად, უკვე მშვიდობიანი აქცია, როდესაც ხელიდან ეს ყველაფერი გამოეცალათ

მას შემდეგ, რაც აქტივისტებს ხელიდან გამოეცალათ შესაბამისი აღჭურვილობა, გუშინ საზოგადოებამ, ფაქტობრივად, უკვე მშვიდობიანი აქცია იხილა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„ქალბატონ ხოშტარიას ამის აღიარება მოუწია კიდევაც უკვე, რომ კი ბატონო, მე ვარიგებდი ამ ყველაფერსო და ეს რას ცხადყოფს? ეს ცხადყოფს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს რადიკალური ოპოზიციური პარტიები ამარაგებდნენ ამ ყველაფრით და აქეზებდნენ თავიანთ აქტივისტებს, აქციაზე მდგომ დემონსტრანტების იმ რადიკალურ ნაწილს და როდესაც ხელიდან ეს ყველაფერი გამოეცალათ, გუშინ ჩვენ ვიხილეთ, ფაქტობრივად, უკვე მშვიდობიანი აქცია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.