სიცრუე არის რადიკალიზმის მთავარი იარაღი, რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მთავარი იარაღი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ცდილობდა „ნაცმედია" შეცდომაში შეეყვანა ხალხი და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც.
„ხედავდით, როგორ ცდილობდა „ნაცმედია" შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც, სრული სიცრუე, სრული დეზინფორმაცია, სრული სიყალბე და სრულიად ცალმხრივი ინფორმაცია. მე შემიძლია, მარტივად შევთავაზო უცხოურ მედიას, ნებისმიერ ფორმატში ჩართვა, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად პირდაპირი ეთერი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოხმაურება მაინცდამაინც ფართო არ იქნება, ენთუზიაზმი მაინცდამაინც დიდი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიცრუე არის მოდებული მთელ საერთაშორისო მედიას დღევანდელ დღეს, რაც ძალიან სამწუხაროა,"- განაცხადა პრემიერმა.