ირაკლი კობახიძე: ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში

ირაკლი კობახიძე: ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში

„ნაცმაიდნის" ჩავარდნილი მცდელობის ფარგლებში რადიკალებმა იკადრეს ყველაფერი, ყველაფერი უკადრებელი, ძალადობრივ ქმედებებში ბავშვების ჩართვის მცდელობის ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც ამ ადამიანების სახეს აჩვენებს.

„ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის საქართველოს მთავრობის საქმიანობის პირობებში. ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმ ამოცანებისა, რაც აქვს საქართველოს მთავრობას - ეს არის ეკონომიკის განვითარება, ჩვენი  მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება და ა.შ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კოაბიტაციის ყველა გამოვლინების და ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამთავრება ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი დაიწყო სწორედ ამ დღეებში. ეს პროცესები იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.