ნინო წილოსანი: გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი

ნინო წილოსანი: გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი

გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი - როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების “საბრძოლო” მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა,- წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. 

წილოსანი პატივისცემას გამოხატავს სამართალდამცავების მიმართ და აცხადებს, რომ სწორედ ისინი იცავდნენ 2008 წელს ქვეყანას, ხოლო ოპოზიცია კი გარბოდა ქვეყნიდან.

„ პოლიციელი გმირია! 

ჩემი პატივისცემა ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს და სამართალდამცავს  
2008 წელს ეს ბიჭები ჩვენს ქვეყანას რომ იცავდნენ, თქვენ სად გარბოდით ლაჩრებო?!
გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი - როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების “საბრძოლო” მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა,“- წერს ნინო წილოსანი.

sapiqrali ქალბატონო ნინო, მე მაინტერესებს სად არიან ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები? არასრულწლოვანების უფლებების დარღვევას ვერ ხედავენ? ან იმ მშობლებმა- ევროპა და ამერიკა რომ აკერიათ პირზე - იმ ევროპაში და ამერიკაში მშობლის უფლებებს რომ შეუჩერებდნენ თუ იციან?
3 კვირის უკან