მარინა ლობჟანიძე: რანაირად უნდა ესროლო პოლიციელს - ეს ხომ ის პოლიციაა, რომელიც შენს ქვეყანაში სიმშვიდეზეა პასუხისმგებელი?

მარინა ლობჟანიძე: რანაირად უნდა ესროლო პოლიციელს - ეს ხომ ის პოლიციაა, რომელიც შენს ქვეყანაში სიმშვიდეზეა პასუხისმგებელი?

რანაირად უნდა ესროლო პოლიციელს - ეს ხომ ის პოლიციაა, რომელიც შენს ქვეყანაში სიმშვიდეზეა პასუხისმგებელი?, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, მუსიკათმცოდნე მარინა ლობჟანიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მე მესმის ძალიან ხშირად - აი, 9 აპრილსაც ხომ იყვნენ ბავშვები; კი ბატონო, მეც დავდიოდი მაგ დროს მიტინგებზე, მაგრამ იქ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მშობელს მიეცა ბავშვისთვის ქვა და ეთქვა - ესროლეო. რანაირად უნდა ესროლო პოლიციელს... რამდენჯერ გაჟღერებულა, პოლიცია გვიშველე, მადლობა პოლიცია. ეს ხომ ის პოლიციაა, რომელიც შენს ქვეყანაში სიმშვიდეზეა პასუხისმგებელი?“, - აღნიშნა მან.

ლობჟანიძე ასევე გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

„აი, ამ გამწვავებულ პერიოდში, როდესაც სწორედ პრეზიდენტს ევალება ნეიტრალური პოზიციის დაკავება მაინც, ხდება საპირისპირო. უნდა იდგე იქ, სადაც შენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება და გააკეთო ის, რაც შენ ქვეყანას გამოდგება. სალომე ზურაბიშვილს მე ხმა მივეცი, მაგრამ ძალიან დიდი გულისტკივილით საჯაროდ შემიძლია ვაღიარო, რომ მან ჩემი, და არა მარტო ჩემი, ძალიან ბევრი ადამიანის იმედები არ გაამართლა“, - განაცხადა ლობჟანიძემ.