შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნის ბრალდებით ალექსანდრე ელისაშვილი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნის ბრალდებით ალექსანდრე ელისაშვილი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ლაზი გაუშვით ეგ საცოდავი. მაგას ისიც ეყოფა ყოველდღე ხაზარაძის ოფისში რომ უნდა იაროს და მის დაკრულზე იცეკვოს. ეგ იმ ზღარბის დღეშია, მახრჩობელასთან რომ შაესახლეს ზოოპარკის გალიაში. ისე, ვერ ამბობს თორემ, ხაზარაძის კამპანიაში ყოფნას, შეიძლება ციხეში ყოფნაც კი ერჩივნოს.
6 საათის უკან