გერმანელი ევროპარლამენტარი, ტომაშ ფროელიხი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.
სოციალურ ქსელ X-ში ის საქართველოში უცხოურ გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას.
„დროა შეწყდეს უცხოური ჩარევა საქართველოში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ტომაშ ფროელიხი სალომე ზურაბიშვილის პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ის პარტნიორებს საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოქმედებებისკენ მოუწოდებს.