ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა: ქართულმა დემოკრატიამ გვაჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით და შოკში ვარ, რომ ევროკავშირს არ სურს, მიიღოს ეს შედეგები

ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა: ქართულმა დემოკრატიამ გვაჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით და შოკში ვარ, რომ ევროკავშირს არ სურს, მიიღოს ეს შედეგები

გაოცებული ვართ ევროპარლამენტის მიდგომით, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს დემოკრატიისთვის. ქართულმა დემოკრატიამ გვაჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით და შოკში ვარ, რომ ევროკავშირს არ სურს, მიიღოს ეს შედეგები, - განაცხადა ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას.

კითხვაზე, არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესი, ოპოზიციის პროტესტი, ევროპარლამენტის რეზოლუცია, სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, არ აღიარონ არჩევნების შედეგები, როგორ ჩანს ეს პროცესები ბრიუსელიდან, ლუბოშ ბლაჰამ განაცხადა, რომ იგი შოკშია ევროკავშირის პოლიტიკის გამო.

„გულახდილი ვიქნები, მე შოკში ვარ ევროკავშირის პოლიტიკის გამო საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ჩვენ სლოვაკეთის დელეგაცია პარლამენტში პატივს ვცემთ საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს და გაოცებული ვართ ევროპარლამენტის მიდგომით, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს დემოკრატიისთვის. ქართულმა დემოკრატიამ გვაჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით და შოკში ვარ, რომ ევროკავშირს არ სურს, მიიღოს ეს შედეგები. დიახ, ისინი მხარს უჭერდნენ ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ პატივი უნდა სცენ დემოკრატიულ არჩევნებს. ისინი ცდილობენ, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში და ეს გახლავთ მსგავსი სცენარი, რაც უკრაინის მაიდანის დროს გათამაშდა. ასეთი ფერადი რევოლუცია, რომელიც ძალზე სახიფათოა, ვფიქრობ, ქართველი ხალხი ძლიერად იდგება იმისთვის, რომ დაიცვას დემოკრატია, არჩევნების შედეგები და „ქართული ოცნების“ პარტია, რადგან იგი არის არჩევნების გამარჯვებული.

ჩემი ბოლო შენიშვნა გახლავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქცევა სასაცილოა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ვერ დარჩები შენ თანამდებობაზე, თუ მანდატი მოგეწურა და თანამდებობა უნდა დატოვო. მე არ მესმის საქართველოს პრეზიდენტი რას აკეთებს, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ძალზედ რუსოფობიურია, ისინი ნებისმიერ ინსტრუმენტს გამოიყენებენ, რომ დასაჯონ საქართველო - საქართველომ გადაწყვიტა არ ეომა რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს პრეზიდენტი კი ასე იქცევა. თქვენ გაქვთ ჩვენი სრული დახმარება, სრული მხარდაჭერა სლოვაკეთის ხალხისგან და იყავით ძლიერები“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.