ვრცელდება ინფორმაცია ზოგიერთი ორგანიზაციისა და პარტიის ოფისში პოლიციის შესვლის შესახებ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველების შესვლაზე ინფორმაცია ნიკა გვარამიამ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები შევიდნენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისშიც.
ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა დაწერა, რომ მასთან პოლიციაა მისული.
ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით პოლიციაში არ გაკეთებულა.