მეუფე შიო: სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში

მეუფე შიო: სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში

სამწუხაროდ მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, - განაცხადა სამების ტაძარში ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.

„მათ სურთ მოსწავლეების ჩართვა ამ აქციებში, რომ მეტი ესკალაცია და დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს. რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის.

მე მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა კურთხევა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ყველამ, ამ პერიოდში უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის, სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისთვის და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა მეუფე შიომ.