ხორვატი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ბოჟო კოვაჩევიჩი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ საუბრობს და პარალელებს ავლებს უკრაინის სცენართან.
ბოჟო კოვაჩევიჩი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები ორი კანონის მიღების შემდეგ შეაჩერა, რადგან დასავლეთს ისინი არ მოეწონა. ასევე, ევროკავშირი და აშშ უკმაყოფილო დარჩნენ არჩევნების შედეგებით.
კოვაჩევიჩის თქმით, ეუთოს დასკვნაში არ არის ნათქვამი, რომ არჩევნები დარღვევით ჩატარდა და საქმე იმაშია, რომ კოლექტიური დასავლეთი არ არის კმაყოფილი შედეგებით, რადგან ელოდებოდა რომ გაიმარჯვებდა ძალა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური დასავლეთის ხელში ინსტრუმენტი გახდა იმისთვის, რომ ჩამოაგდოს არჩეული მთავრობა. ხორვატი ექსპერტი თვლის, რომ ყველაფერი რასაც ვუყურებთ, არის იგივე, რაც ვნახეთ 2013-2014 კიევში.
საგარეო პოლიტიკის ექსპერტი აღნიშნავს, რომ დემონსტრაცია პარლამენტში არათუ მშვიდობიანი არ არის, არამედ პირიქით. ვხედავთ, რომ დასავლეთი უარყოფითად აფასებს ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას, მაგრამ არაფერი აქვს წინააღმდეგი დემონსტრანტების მხრიდან ძალადობაზე. ეს იგივეა რაც უკრაინაში ხდებოდა.
კოვაჩევიჩის თქმით, დასავლეთი საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს და სწორედ ამიტომ უნდა მისდამი ლოიალური ოპოზიციის მოყვანა ხელისუფლებაში, ანუ დასავლეთი ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას და ეუბნება: ან სანქციები და ხარ ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ ან შეგცვლი.
ხორვატი ექსპერტი ამბობს, რომ მაშინ, როცა თვითონ ევროკავშირი ვერ ბედავს პირდაპირ დაუპირისპირდეს რუსეთს, უნდა რომ 3.5 მილიონიანი ერი დაუპირისპირდეს მას. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას იმიტომ ითხოვენ, რომ ის მათი ფიგურაა.
მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ გაეანალიზებინა საქართველოს დასახმარებლად უკრაინის მსგავსი სცენარის თავიდან აცილება, დასავლეთმა საქართველოს მთავრობა დილემის წინაშე დააყენა: ან სანქციების დაწესება ან დამხობის წინაშე აღმოჩნდება. ეს არის მესიჯი, რომელსაც დასავლეთი უგზავნის საქართველოს.
სანქციებით შეუძლიათ ქვეყანა დაახრჩონ, მაგრამ უაზრო ომში მათ არავინ გაყვება. ისევ გაავსებენ ციხეებს, ახლა უკვე "დეზერტირებით". დღეს რომ პარლამენტის წინ ხლოპუშკებს ისვრის, მაგათგან თუ დააკომპლექტებენ არმიას, თორემ სხვა რესურსი მაგათ არ გააჩნიათ.
ქვეყანაში რომ მაგათი საპროტესტო დასაყრდენისადმი მხარდაჭერა იყოს აქამდე გამოჩნდებოდა და სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსახური ბუნტოვშიკების გარედან შეგზავნა არ დაჭირდებოდათ.