ჟურნალისტი საიმონ გოდეკი: რატომ ითვლებიან ბოროტმოქმედებად ის ადამიანები, ვინც აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრა, ხოლო მათ, ვინც ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას, დემოკრატიის გმირებად მიიჩნევენ?

ამერიკელი სამეცნიერო ჟურნალისტი, საიმონ გოდეკი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„რატომ ითვლებიან ბოროტმოქმედებად ის ადამიანები, ვინც აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრა, ხოლო მათ, ვინც ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას, დემოკრატიის გმირებად მიიჩნევენ?“ - აღნიშნა საიმონ გოდეკმა.