ვრცელდება კიდევ ერთი ჩანაწერი - აქციის მონაწილეები სამართალდამცველებზე თავდასხმის სცენარს განიხილავენ

ვრცელდება კიდევ ერთი ჩანაწერი - აქციის მონაწილეები სამართალდამცველებზე თავდასხმის სცენარს განიხილავენ

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. ვიდეოში ისმის აქციის რამდენიმე მონაწილის საუბარი, რომლებიც სამართალდამცველებზე თავდასხმის სცენარს განიხილავენ.

ისინი გეგმავენ გრიბოედოვის ქუჩაზე შეიტყუონ პოლიციელები, რომლებსაც წინასწარ ჩასაფრებულ 50-100 მოკავშირესთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდებიან.

„გამოიქცევიან გრიბოედოვზე და იქ იქნები 50-100 კაცით, ბიტებით, ერთი ეგ გადამტვრევა და მორჩა!!!.“, - ისმის ჩანაწერში.

ჩანაწერი ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის.