არსებული ინფორმაციით, დოდი ხარხელიძის სახლთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
დოდი ხარხელი უჩა აბაშიძის პირველი მეუღლეა და არსებული ცნობით, გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს აკეთებენ. უწყებაში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ დაკავებული არავინ არის და საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
რაც შეეხება უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმეს, გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას, ასევე საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება. დანაშაული 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.