დირბის საჯარო სკოლის დირექტორი: სკოლა ემიჯნება მოწოდებას: „გამოდი! აჯანყდი! იბრძოლე!“ - 18 წლამდე ახალგაზრდის ადგილი სკოლაშია, აქციებს სრულწლოვანმა ადამიანებმა მიხედონ

დირბის საჯარო სკოლის დირექტორი: სკოლა ემიჯნება მოწოდებას: „გამოდი! აჯანყდი! იბრძოლე!“ - 18 წლამდე ახალგაზრდის ადგილი სკოლაშია, აქციებს სრულწლოვანმა ადამიანებმა მიხედონ

დირბის საჯარო სკოლა ემიჯნება 2 დეკემბერს, „მოზაიკის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას, სადაც იყო მოწოდება: „გამოდი! აჯანყდი! იბრძოლე!“, - აღნიშნულის შესახებ დირბის საჯარო სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.

იგი სკოლის სახელით განცხადებას ავრცელებს.

„წარწერა გაკეთდა არა საგაკვეთილო პერიოდში, სკოლის მეთერთმეტე კლასში და წარმოადგენს კლასის შეთანხმებულ პოზიციას, რაც მედიასაშუალების მიერ აღქმული იყო, როგორც სკოლის პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ სკოლის ძირითადი ფუნქციაა აღზარდოს საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, ზოგადი განათლების მქონე ადამიანი და ვერასოდეს იქნება აჯანყება გამოსავალი სასკოლო ასაკში.

დირბის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართა, არ ყოფილა პრობლემური შემთხვევები. დირექცია პატივს სცემს და იცავს ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის უფლებას, მაგრამ სკოლის სახელით განცხადებად ვერ აღიქმება კონკრეტული კლასის პოზიცია.

პ.ს. 18 წლამდე ახალგაზრდის ადგილი სკოლაშია, აქციებს სრულწლოვანმა ადამიანებმა მიხედონ.

პირადი პოზიცია არასამუშაო საათებში დავაფიქსირე, სასკოლო პოზიციაა სასწავლო პროცესის ხარისხიანი წარმართვა“, - წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ლევან ყაულაშვილი.