უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ახალი პრეზიდენტის ვინაობა სავარაუდოდ 29 დეკემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზარქუას თქმით, პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით 300 ე.წ. ხმოსანი აირჩევს.
„პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით იცით, რომ რეგლამენტით, კონსტიტუციით მოცემულია 14 დეკემბრის შემდეგ. ანუ დეკემბრის ბოლოს, სავარაუდოდ 29 დეკემბერს უკვე გვეცოდინება და გვეყოლება ახალი პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით, რომელსაც 300 ხმოსანი აირჩევს როგორც პარლამენტიდან, საკრებულოებიდან, ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს წევრებიდან. შესაბამისად, ეს პროცედურა წინ გვაქვს“, – აღნიშნა ზარქუამ.