გარკვეული ცვლილებები კომიტეტების თავმჯდომარეების იქნება. დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე სხვა საპარლამენტო თანამდებობებს, -განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„რაც შეეხება პარლამენტს და პარლამენტის კონფიგურაციას, ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც პარლამენტს წარედგინება. თქვენ ნახეთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებს გაუძღვებიან. აქედანვე შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ გარკვეული ცვლილებები კომიტეტების თავმჯდომარეების იქნება. დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე სხვა საპარლამენტო თანამდებობებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პრემიერმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ.