ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა

ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა

აქციის მონაწილეების უმრავლესობის მსგავსად, ღამისთევის აქცია მიატოვა ქუჩის აქციების ერთ-ერთმა ინიციატორმა ლიდერმა ნიკა გვარამიამაც. მანიფესტაციასთან ერთად, მან წუხელ ქვეყანაც დატოვა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი „ქრონიკამ “აეროპორტში მაშინ დააფიქსირა, როცა ის უცხოეთში მიემგზავრებოდა. ჟურნალისტების კითხვებს გვარამია გაექცა და თავი აარიდა. რეპორტიორების შეკითხვაზე, თუ რატომ მიატოვა აქცია, თქვა მხოლოდ ის, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მიდის.

არაგველი641 ხო, რათქმა უნდა, მიდის ქვეყნის დასაბეზღებლად და ლიბერასტებისგან ახალი დავალებების მისაღებად.
1 საათის უკან