ნანა კაკაბაძე: დასავლეთს მოუწევს თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ და საკმაოდ ინტენსიური. ასე, რომ მოლოდინი იმისა, რომ ვიღაც გაებუტება და იზოლაციაში მოაქცევს, ეს არის სისულელე

ნანა კაკაბაძე: დასავლეთს მოუწევს თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ და საკმაოდ ინტენსიური. ასე, რომ მოლოდინი იმისა, რომ ვიღაც გაებუტება და იზოლაციაში მოაქცევს, ეს არის სისულელე

დასავლეთს მოუწევს თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ და საკმაოდ ინტენსიური. ასე, რომ მოლოდინი იმისა, რომ ვიღაც გაებუტება და იზოლაციაში მოაქცევს, ეს არის სისულელე, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია მომავალი წლიდან საქართველოს ევროინტეგრაციის და ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესი.

მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოში არ ქმნის ძალას, ის არსებულ ძალას ეყრდნობა.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ ის არის ქვეყანაში არსებული ძალა, რომელიც მართავს პროცესებს. ასე, რომ ნებისმიერს, ვისაც თუნდაც, არ უნდა, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლება, მოუწევს, იმის გათვალისწინება, რომ ეს არის ერთადერთი რეალური ძალა და ასეთი განცხადებები გაკეთდა კიდევაც. ანუ, თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ შედგება. ეს არ იქნება სასიამოვნო თანამშრომლობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მართლაც მილიარდები აქვთ ჩადებული თავიანთ მარიონეტებში, ამ ქვეყანაში და ამ მარიონეტების დაფინანსებას დღესაც აგრძელებენ იმ იმედით, რომ იქნებ, რაიმე მაინც მოხერხდეს, მაგრამ რეალობა კარნახობს მეორეს. მათ მოუწევთ თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ და საკმაოდ ინტენსიური. ასე, რომ მოლოდინი იმისა, რომ ვიღაც გაებუტება და იზოლაციაში მოაქცევს, ეს არის სისულელე. პოლიტიკა ასე არ იმართება, პოლიტიკა არის პრაგმატული“, - განაცხადა კაკაბაძემ.