2020 წლის ისტორია მეორდება, მაშინაც არჩევნების შედეგები არ იყო ცნობილი [ოპოზიციის მიერ], - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„პოლიტიკურად ანგაჟირებული გარკვეული ჯგუფი კვლავ შეეცდება ქვეყანა დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დააყენოს. უხერხულობას გიქმნით თუ არა - ეს არის მუდმივი შეკითხვა, რომელსაც ასეთ ვითარებაში სვამენ. უხერხულობას შეგვიქმნის ის ვითარება, როდესაც პარლამენტი არ შეიკრიბება, მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება, მუშაობა შეჩერებული იქნება და ზოგადად ქვეყანას ეკონომიკური და ფიზიკური ნგრევის წინ დავაყენებთ. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წარმომადგენლები როგორც ყოველთვის მზად არიან, ემსახურო ქვეყანას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.