ნინო წილოსანი: მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე

ნინო წილოსანი: მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე

მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„25 ნოემბერს გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. დეპუტატების უფლებამოსილება იქნება ცნობილი, შესაბამისად, შეწყდება წინა პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა. ორშაბათსვე იქნება არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები. პარლამენტი დაკომპლექტდება, მათ შორის დაფორმირდება ფრაქციები და მიმდინარე კვირას გაგრძელდება მთავრობის დამტკიცებით. გვექნება საინტერესო დღის წესრიგი და მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე“, - აღნიშნა წილოსანმა.

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.

მარბიელი დათვრა ხუხა სადღაც, წაიქცა, ცხვირ-პირი დაილეწა და წერს: "ამჯერად პოლიცია არაფერშუაშია..." თითქოს ის მისი შეურიგებლობის გამო ადრე არაერთხელ ყავდეს ვინმეს ნაცემი და დაკავებული :)) ვის რად უნდა ქოსატყუილა ხუხა
1 საათის უკან